"ექსონმობილი“ საქართველოში ნახშირწყალბადების გეოლოგიურ შესწავლას იწყებს. გეოლოგიური და გეოფიზიკური მასალების შესწავლის შესახებ ხელშეკრულება ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და უმსხვილეს ამერიკულ ნავთობკომპანიას შორის გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია განახორციელებს დასავლეთ საქართველოს ნახშირწყალბადების პოტენციალის შეფასებას. სააგენტოს მიერ გადაცემული გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების შესწავლის დასრულების შედეგად "ექსონ-მობილი" მოამზადებს ანგარიშს და ინტეგრირებულ მონაცემთა ბაზას, რომლებსაც გადასცემს სახელმწიფოს.