11:21
27 ოქტომბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ექსკლუზივი: ვახტანგ ჩიქოვანი დუმილს არღვევს - ბრალდებული გიორგი შაქარაშვილის მშობლებს მიმართავს
25-09-2020

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანი ექსკლუზიურად ”ინტერპრესნიუსთან“ პირველ კომენტარს აკეთებს. სააგენტოსთვის ექსკლუზიურად გამოგზავნილ წერილში ის აცხადებს, რომ სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს, მის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

"მე არ მწამს პროკურატურის დაქირავებული მოსამართლეების. ადამიანი, რომელიც თავისი მიღებული გადაწყვეტილებებით მიგვანიშნებს, რომ ეს საქმე არის შეკერილი. ეს ჩვენ კარგად ვიცით, ის წარმოადგენს პროკურატურას და არა სასამართლოს და თქვენ ამას უნდა შეეგუოთო, მაგრამ არ ვაპირებ ამ სისულელეს და ცილისწამებას თვალი გავუსწორო. სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, ჩვენ უდანაშაულობას მაინც დავამტკიცებთ.

ასევე უნდა მივმართო გიორგი შაქარაშვილის მშობლებს - ნამდვილად გინდათ თქვენი შვილის მკვლელობის ბრალდებით უდანაშაულო ხალხი გაგვასამართლონ? ამასთანავე მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი წყევლითა და ლანძღვით არის დაკავებული. დაფიქრდით, იქნებ ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში თქვენი შვილებიც მოხვდნენ, რომლებიც სრულიად უდანაშაულოები არიან. მერე მიხვდებით, როგორი ძნელია, როდესაც თქვენთვის საყვარელ ადამიანებს ასეთ აბსურდულ დანაშაულებს ტენიან“, - წერს ჩიქოვანი "ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

AutoPlay
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რეკორდული მაჩვენებული დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 8 წუთის წინ
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 9 წუთის წინ
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ დაიკლო
გამოქვეყნდა 11 წუთის წინ
პრემიერი გაზიფიცირების სამუშაობის ანგარიშს წარადგენს
გამოქვეყნდა 18 წუთის წინ
ბელარუსში სამართალდამცავებმა 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გამოქვეყნდა 24 წუთის წინ
ვაშინგტონი და ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქი მოსკოვის დასჯას მისი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გამო ცდილობენ - სერგეი ლავროვი
გამოქვეყნდა 25 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
კახა
26-09-2020
ასეთ არაკაცები როგორ ხართ. 7 კაცმა ერთი სცემეთ და მერე წყალში გადააგდეთ. არამგონია სასამართლოს და პროკურორის ბრალი იყოს ეგ რომ ჩმორი არაკაცები ხართ.
დ.დ.
25-09-2020
ხომ გითხარით ადრე, რომ შაქარაშვილმა ცემა ყველანი, მერე დაღლილს ფეხი დაუცდა, წყალში ჩავარდა და რადგან ცურვა არ იცოდა........აბა, ეს ანგელოზებივით ბაღნები იკადრებდნენ უკადრებელს!!!???.ისიც უნდა ითქვას. რომ ერთად ამდენი პოლიტიკური პატიმარი, ნამეტნავად გამოადგება ზოგზოგიერთებს.
ყველა კომენტარი
სხვა სიახლეები