2017 წლის "ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში" საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა და 23-ე პოზიციიდან 13-ზე დაწინაურდა. ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის 2017 წლის "ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში" საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 76,0 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს და მეტწილად თავისუფალ ქვეყნებს შორისაა. ინდექსის თანახმად, რეგიონში საქართველო მეხუთე პოზიციაზეა ლუქსემბურგის წინ და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.
როგორც ინდექსშია აღნიშნული, ფინანსური დისციპლინისკენ გადადმული ნაბიჯებით საქართველოს ხელისუფლებამ შეინარჩუნა მძლავრი იმპულსი ეკონომიკური აქტივობის ლიბერალიზაციის კუთხით.