ეკონომიკური დანაშაულისთვის დადგენილი ჯარიმის ოდენობა 50 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე იზრდება, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი რიგ შემთხვევაში უქმდება. შესაბამისი ცვლილებები "საქართველოს საგადასახადო კოდექსში" და "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში" შედის. კანონპროექტები მთავრობის სხდომაზე ფინანსთა სამინისტრომ წარადგინა. აღნიშნულტან დაკავშირებით განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.