საქართველოში ეკონომიკური დანაშაულის რაოდენობა გაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 19,6% შეადგინა. სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ, საანგარიშო პერიოდში 213 დანაშაული იქნა დარეგიტრირებული, აქედან გახსნილი კი 99-ია. წინა წელთან შედარებით, მსგავსი ტიპის დანაშაულების რაოდენობა 4.3%-ით გაიზარდა. შარშან 203 ფაქტი დაფიქსირდა. ფულადსაკრედიტო სისტემაში 406 დანაშაულია რეგისტრირებული, რაც 74-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შარშან იანვარ-ივლისში ფულადსაკრედიტო სისტემაში დანაშაულის 332 ფაქტი დაფიქსირდა. საფინანსო საქმიანობის სფეროში კი 131 დანაშაული დარეგისტრირდა.