საქართველოში ეკონომიკური დანაშაულის მაჩვენებელი გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკურ საქმიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი 59,6%-ით გაიზარდა.
კერძოდ, 2016 წელს 228 ფაქტი, 2017 წელს კი 364 ფაქტი იყო რეგისტრირებული. ამასთან, უწყების სტატისტიკით, 2016 წელს ჩადენილი დანაშაულიდან 123, 2017 წელს კი 196 ფაქტი გაიხსნა.ფულადსაკრედიტო სისტემაში დანაშაული 13,6%-ით, სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესების წინააღმდეგ რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა კი 27-დან 35-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება საფინანსო საქმიანობის სფეროს, აქ 2017 წელს 2016 წელთან შედარებით რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი 30%-ით შემცირდა. კერძოდ, 2016 წელს საფინანსო საქმიანობის სფეროში რეგისტრირებული იყო 225 დანაშაული, 2017 წელს კი ეს ციფრი 187-მდე შემცირდა.