ეკონომიკის სამინისტროს სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს სრულიად უფასოდ დაესწრნონ ქართველი და უცხოელი აღიარებული სპიკერების მასტერკლასებს. მასტერკლასების სერია მოიცავს როგორც გლობალური კომუნიკაციებისა და სტრატეგიული დაგეგმარების, ასევე ფინანსური ანგარიშგებისა და ბიზნეს საფუძვლების საკითხებს. თითო მასტერკლასი 4 საათს გაგრძელდება და ერთი მიმართულების 2 ძირითად ქვეთავს გააერთიანებს, რომლის ფარგლებშიც დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება მოისმინოს მოწვეული ექსპერტების ლექციები და გაიზიარონ მათი გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ პირველი მასტერკლასი Live branding-ის დამფუძნებელმა ჩაატარა თემაზე: "ბრენდინგი, მისი არსი და სტრატეგიული მნიშვნელობა".