ეკონომიკის სამინისტრო - უწყება მზად არის, პროკურატურას მათ მიერ მოთხოვნილი სრული დოკუმენტაცია გადასცეს - Palitra News

ეკონომიკის სამინისტრო - უწყება მზად არის, პროკურატურას მათ მიერ მოთხოვნილი სრული დოკუმენტაცია გადასცეს

2018-07-21 16:30:00+04:00

საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარმოდგენილი მომართვის საფუძველზე, სამინისტრო პროკურატურას სრულ დოკუმენტაციას გადასცემს, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილია კონკრეტული საკითხები, რასთან დაკავშირებითაც უწყება პროკურატურას მიმართვის საფუძველზე დოკუმენტაციას გადასცემს.