"ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი ამერიკულ-კანადური წარმოებისაა, რომელიც 2018 წელს არის გამოშვებული", - ამის შესახებ პალიტრანიუსს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.უწყების ინფორმაციით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.
"ეს იყო BELL-505 ტიპის ამერიკულ-კანადური წარმოების ვერტმფრენი, რომელიც არის 2018 წელს გამოშვებული და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დარეგისტრირებულია 2018 წლის 15 ივნისს. ვერტმფრენს გავლილი ჰქონდა ყველანაირი ტექნიკური შემოწმება და მართავდა ძალიან გამოცდილი პილოტი" -აღნიშნულია უწყების განცხადებაში.