ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, არსებული საჭიროება აჩვენებს, რომ ვიდრე ნეგატიური ზეგავლენა მოხდება ეკონომიკაზე, მთავრობამ უნდა დაიწყოს ზრუნვა ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებებზე, ბიზნესსა და დასაქმებაზე. თურნავას განმარტებით, სწორედ ეს პუნქტები იქნება გათვალისწინებული იმ გეგმაში, რომელსაც საზოგადოებასა და ბიზნესს შესთავაზებენ. მისივე თქმით, ბიზნესის სტიმულირების გეგმა იქნება კომპლექსური და მისი ცენტრალური ნაწილი იქნება ტურიზმი.