ეკონომიკის სამინისტრო დამწყებ მეწარმეებს განვითარებაში დაეხმარება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ახალი პროგრამის, "სახელმწიფო შენი პარტნიორიას" პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ პროგრამის შექმნაზე სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად გასული თვენახევრის განმავლობაში მუშაობდა და პროექტი მიზნად ისახავს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. ასევე მეწარმეობა განვითარებას არა მხოლოდ თბილისში, ასევე სოფლად, მაღალმთიან რეგიონებში.