ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.სამინისტროში აცხადებენ, რომ დეპუტატების, დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. შეგახსენებთ, ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2019 წლის 18 აპრილს გახდა. დღეს, „ტვ პირველმა“ დავით ჭიჭინაძეზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურნავა პოსტიდან მიდის.