"ბიზნეს ასოციაციის" წარმომადგენლები ეკონიმიკის მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი იმ სტრუქტურულ რეფორმებს შეეხო, რომლებსაც სამინისტრო ახორციელებს. განხილულ თემებს შორის იყო ინფრასტრუქტურული საკითხები, ტურიზმი, საპენსიო რეფორმა და სხვა. გახარიას თქმით, 2017 წლის ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე მეტი იქნება და 4-5 %-ის ფარგლებში იქნება. მინისტრის თქმით, ამ ვარაუდის საფუძველს ის აქტივობები იძლევა, რომლებიც კერძო სექტორშია; ასევე უცხოური ინვესტიციების მიმართულებით არსებული ტენდენციები და საექსპორტო ბაზრის გაფართოება.