საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი ადგილობრივ ექსპერტებსა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.
საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, მთავრობის მიერ საინვესტიციო გარემოს, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდისკენ გადაგმული კონკრეტული ნაბიჯები სწორი და მნიშვნელოვანია.
ექსპერტების რეკომენდაციით, ამ თვალსაზრისით საქართველომ ძალისხმევა უნდა განაგრძოს. საუბრისას ასევე ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია უშუალოდ კონცენტრირება ბიზნესგარემოზე და მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, რათა ქვეყანაში ბიზნესგარემო კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და განვითარდეს.