ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ახლა პრეკრიზისულ პერიოდში, ხელისუფლება მზად უნდა შეხვდეს იმ ეტაპს, როდესაც ქვეყანა ვირუსს დაამარცხებს და მთავრობა დაეხმარება ქართულ ეკონომიკას კვლავ ამოიქოქოს.
თურნავას განმარტებით, პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში აამოქმედებენ ეკონომიკის სფეროში არსებულ ყველა ბერკეტს და პროგრამას. მინისტრის თქმით, კრიზისული გეგმის პირველი ამოცანა იქნება ვიზრუნოთ იმაზე, რომ საკუთარი თავის უზრუნველყოფა შევძლოთ აუცილებელი პროდუქტებით.