კონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საქართველოში ჩეხეთის ელჩს პეტერ მიკისკას შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო ორი ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.
ნათია თურნავას განცხადებით, ჩეხეთში საკმაოდ დიდია ინტერესი საქართველოს ტურისტული ბაზრის მიმართ. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ჩეხეთი იქნება ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო, ვისთანაც ძალიან სწრაფად აღდგება ტურისტული მიმოსვლა