ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იაპონური კორპორაციის „ტოიოტა თსუშოს“ დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრმა იაპონელ სტუმრებს საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციებისა და ბიზნეს - მეგობრული საინვესტიციო და საქმიანი გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, საქართველოსა და იაპონიას შორის მოქმედებს არაერთი შეთანხმება, რომელიც მიმართულია ორმხრივი ეკონომიკური კავშირების უფრო მეტად განვითარებისთვის.
შეხვედრაზე „ტოიოტა თსუშო“ - ს წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს საქართველოს ენერგეტიკითა და განსაკუთრებით, ე.წ. „მწვანე წყალბადის“ წარმოებით. აღნიშნული კორპორაცია, რომელიც „ტოიოტა ჯგუფის“ შემადგენლობაში შედის, მსოფლიოს 120 ქვეყანაში საქმიანობს და 66.000-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს.