ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სოფელ რუისპირში მდებარე კომპანია „ლექსოს მარანის“ საოჯახო ტიპის სასტუმრო „არგეს“ ესტუმრა. უწყების ცნობით, სასტუმრო ცოტა ხნის წინ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაფართოვდა. სასტუმროში ამჟამად 15 ადამიანია დასაქმებული.
ნათია თურნავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლობალურად მსოფლიოში ტურისტული ინდუსტრიის გაჭირვების მიუხედავად, რომელიც საქართველოსაც შეეხო, ჩვენს ქვეყანაში კვლავ ხორციელდება მიმზიდველი პროექტები ტურიზმის დარგში. მინისტრი დარწმუნებულია, რომ პანდემიიდან საქართველოს ტურისტული ინდუსტრია უფრო გაძლიერებული გამოვა.