ეკონომიკის მინისტრი ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი განიხილეს. მათ შორის მიწის შესახებ კანონი, საპენსიო რეფორმა და სახელმწიფო შესყიდვებში ადგილობრივი წარმოებისთვის 10%-იანი შეღავათის დაწესება. როგორც დისკუსიის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით ბიზნესასოციაციის წევრებთან ეკონომიკის მინისტრის მორიგი შეხვედრა უახლოეს პერიოდში კვლავ გაიმართება.