ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი არ ადასტურებს, რომ საცალო კრედიტებზე საბანკო რეგულაციების შედეგად კომპანიებს გაყიდვები 20-30%-ით შეუმცირდათ. მინისტრის თქმით, რეგულაციები, რომლებიც საცალო კრედიტებზე დაწესდა, მოსახლეობას გაუაზრებელი კრედიტებისგან იცავს.
ცნობისთვის, სამშენებლო კომპანიების ინფორმაციით, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციების შედეგად, გაყიდვები 50%-ით შეუმცირდათ, ხოლო ტექნიკის მაღაზიების ცნობით, მათი გაყიდვები თითქმის - 70%-ით შემცირდა.