ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებლები, სამომავლოდ, ყოველგვარი გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ბაზრებზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე მოთხოვნა სულ უფრო მეტად იზრდება, საქართველოს კი აქვს პოტენციალი, გლობალურ ბაზრებზე დაიმკვიდროს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი, როგორც ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ. პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივ საწარმოებს და მნიშვნელოვანი შეღავათები უნდა მიცეს, რათა მათ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება შეძლონ. ,,ხარისხის ნიშნის“ გაუმჯობესება კი მნიშვნელოვნად გაზრდის გაყიდვების მაჩვენებელს როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიოს ბაზრებზე. ამასთან, მწარმოებლებს გაუმარტივებს საექსპორტო ბაზრებზე გასვლას. ამასთან, მთავრობაში მიიჩნევენ, რომ გადასადახებისგან გათავისუფლება, საქართველოში ხელს შეუწყობს ახალი საწარმოების შექმნას, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითად აისახება. ცნობისთვის, ნატურალური პროდუქციის წარმოების დიდი ნაწილი უკვე გათავისუფლდა გადასახადებისგან.