სინგაპურულმა საავიაციო კომპანიამ Singapore Airlines-მა უარი თქვა გეგმაზე ჩაუშვას პროგრამა „ფრენა არსაით“, იმ კრიტიკის ფონზე, რომელიც ეკოლოგების მხრიდან გაისმა. ამის შესახებ ავიაგადამზიდავის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
„არსაით გაფრენის“ დროს თვითმფრინავი აფრინდება და ეშვება ერთსადაიმავე აეროპორტში, ლაინერი პრაქტიკულად სახელმწიფოს ირგვლივ ფრენას ახორციელებს. ამასთან, სერვისი ისეთივეა როგორც ჩვეულებრივი ფრენის დროს.
როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა „ამის ნაცვლად მათ რამდენიმე წინადადება მოამზადეს, რომელსაც უახლოეს მომავალში გააცნობენ საზოგადოებას“. სავარაუდოდ, საუბარია, Airbus A380 ლაინერის რესტორნად გადაკეთებაზე, თუმცა, ვიზიტორების მითების რაოდენობაზე ჯერ არაფერი თქმულა.