08:48
15 ნოემბერი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ჩემი კითხვა
ექნებათ თუ არა გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაჭრილ მე-12 კლასელებს განმეორებითი ჩაბარების შანსი? - მაია მიმინოშვილის პასუხი
30-06-2017

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაჭრილ მე-12 კლასელებისთვის განმეორებითი გამოცდის ჩატარების ინიციატივას არ ეთანხმება. როგორც მიმინოშვილმა ”პალიტრა ნიუსის” გადაცემაში ”ჩემი კითხვა” განაცხადა, თუ მოსწავლე ვერ ახერხებს მიზერული ბარიერის გადალახვას, ის წარუმატებელი იქნება ეროვნულ გამოცდებზეც.

”ბარიერი არის მიზერულზე მიზერული. თუ ამ ბარიერს ვერ გადალახავს მოსწავლე, მას ბუნებრივია გარკვეული დრო სჭირდება, რომ იმ სავალდებული საგანში ცოტა უკეთ მოემზადოს და ეს საგანი გადაიმეოროს. მე-11 კლასში 4 გამოცდას აბარებენ მოსწავლეები - საბუნებისმეტყველო საგნები. თუ ბარიერის გადალახვას ვერ მოახერხებენ, მათ აქვთ საშუალება გაიმეორონ ეს გამოცდა მე-12 კლასის ბოლოს. მე-12 კლასელებიც აბარებენ 4 გამოცდას - ქართულ ენას და ლიტერატურას, ისტორიას, მათემატიკას და ერთ-ერთ უცხო ენას. ქართული ენისა და ლიტერატურის კუთხით პრობლემა ფაქტობრივად არ არის, 1 %-ზე ნაკლებია იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებიც ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. ძირითადი პრობლემა გვექმნება მათემატიკასა და უცხო ენაში, სადაც მოსწავლეების რაოდენობა, რომელიც ვერ ახერხებს ბარიერის გადალახვას საკმაოდ დიდია. მოდით, ეს მე-12 კლასელები ორ კატეგორიად დავყოთ. ერთი არის მოსწავლე, რომელიც არ აპირებს სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებელში და სასკოლო გამოცდის ჩაბარება სჭირდება მხოლოდ ატესტატისთვის. ბუნებრივია აქ არანაირი ტრაგედია არ არის თუ ეს მე-12 კლასელი ამ ატესტატს არ აიღებს მაგალითად ივნისში და აიღებს შემდგომ, როდესაც ხელმორედ გავა გამოცდაზე. მეორე კატეგორია მეთორმეტე კლასელი არის, ის ვინც აპირებს სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებელში და წინ ერთიანი ეროვნული გამოცდები ელის რამდენიმე კვირაში. ალბათ დამეთანხმებით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე-12 კლასელი, რომელიც ამავდროულად აბიტურიენტია, ვერ ახერხებს მინიმალური ბარიერის გადალახვას მათემატიკაში, ის აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, სრულიად წარუმატებელი იქნება ზოგადი უნარის გამოცდაზე და ვერ მოახერხებს მათემატიკური ნაწილის დაძლევას, თუ მაისის ბოლოს მან იმ დოზით არ იცის მათემატიკა, რომელიც გულისხმობს არა მე-12 კლასის მასალას, არამედ მე-9 კლასის ბაზაზე მარტივზე მარტივ დავალებებს გასცეს პასუხი, ივნისის დასაწყისში ამას ვერ მოახერხებს, თუნდაც იყოს განმეორებითი გამოცდა. რაც შეეხება უცხო ენას, უცხო ენა არის სავალდებულო გამოცდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ის გაცილებით უფრო სერიოზული  გამოცდაა ვიდრე ეს არის გამოსაშვები გამოცდების შემთხვევაში. თუ მე-12 კლასელს არ შეუძლია გამოსაშვებ გამოცდებზე ბარიერის გადალახვა, მაშინ სრულიად წარუმატებელი იქნება იმ გამოცდაზე, რომელიც სავალდუბულოა ნებისმიერი აბიტურიენტისთვის. აქედან გამომდინარე, მას სჭირდება როგორც ამბობენ მოდი ასე ვთქვათ გონივრული ვადა, რათა ამ კონკრეტულ საგანში ის ცოტათი მაინც მოემზადოს იმისთვის, რომ წარმატებით გადალახოს ძალიან დაბალი ბარიერი გამოსაშვებ გამოცდებზე და შეასრულოს მარტივი დავალებები და შემდგომ უკვე წარმატებული იყოს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. აქედან გამომდინარე, განმეორებითი გამოცდის დაშვებას მე ნამდვილად არ ვეთანხმები მე-12 კლასელებისთვის”, - განაცხადა მიმინოშვილმა.
 
მისივე თქმით, ის გამოსაშვები გამოცდების შემოღებას მხარს არ უჭერდა.

”ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით ბევრი ვისაუბრეთ და არაერთხელ მისაუბრა მეც საკუთარი დამოკიდებულების თაობაზე. როდესაც შემოვიღეთ გამოსაშვები გამოცდების სისტემა, არ იყო ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივა, ეს იყო გადაწყვეტილება მაშინდელი განათლების მინისტრის, თუმცა ჩვენ დაბეჯითებით ვთხოვდით, რომ ეს არ გაკეთებულიყო. ჩვენ კარგად გვესმოდა მაშინაც და ახლაც, რომ სასკოლო განათლების საფეხური მართლაც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ამ პრობლემებს თუ არ გამოვასწორებთ სასკოლო განათლების საფეხურზე, ახალი საგამოცდო  სისტემის შემოტანა ნამდვილად არ იყო მართებული. თუმცა ჩვენ იძულებული ვიყავით ეს სისტემა შემოგვატან, რადგან ეს იყო მაშინდელი განათლების მინისტრის გადაწყვეტილება”, - აღნიშნა მიმინოშვილმა.  

გადაცემაში "ჩემი კითხვა"  მოქალაქეების კითხვებს მაია მიმინოშვილმა უპასუხა

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები