ბოლშევიკების შემოსვლამდე, მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმში მიდიოდა. სიტყვა ჩვეულებრივი ამ ისტორიისთვის უჩვეულოა, რადგან გადაცემაში ბევრი წარჩინებული გვარი გაიჟღერებს. ის ადამიანები, ვინც ეპოქა შექმნეს. ამ დრომდე საზოგადოესბითვის უცნობი ისტორიები ცოცხლდება. კოკი დადიანი, აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი გიორგი შარვაშიძე, გალაკტიონის მუზა-მერი, ნოე ფაღავა, ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ყველა ამ ლეგენდარულ ადამიანს მეოცე საუკუნის რკინის ლედი, ბაბო დადიანი აერთიანებს. ყველაფერი კი, ზღაპარივით დაიწყო. თავადის ქალი ბაბო ჩვილი დაობლდა. მისი გაზრდა დადიანებმა და შარვაშიძეებმა ითავეს. ქართველი წარჩინებულების ნებიერა ქალიშვილის ცხოვრებას თუ ბოლშევიკები ძირეულად შეცვლიდნენ ვერ წარმოედგინათ. როგორ იზრდებოდა დადიანი და როგორ აიძულა კომუნისტურმა სისხლიანმა რეჟიმმა სხვა ბევრი ქართველის მსგავსად ბაბოს ოჯახი და მთლიანად, ქართველ არისტოკრატთა წრე მოთხრობილია ბაბო დადიანის მოგონებათა დღიურში. არავინ იცოდა, რას წერდა დადიანი, დეტალურად მისმა უახლოესმა ადამიანებმაც არ იცოდნენ ერთ დროს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თავადური ოჯახის შვილს რა გასაჭირი ჰქონდა. აურაცხელი სიმდიდრიდან ჩეკისტების წყალობით, მხოლოდ მდიდარი ფოტოალბომი დარჩა. სურათები, რომელიც უდარდელ ეპოქას ასახავს...