მოსახლეობისთვის დასმულ კითხვაზე: რამდენად ენდობით ან არ ენდობით საქართველოში? გამოხულთა 76% აცხადებს რომ ყველაზე მეტად ეკლესიას ენდობა. შემდეგ 65%-ით მასწავლებლები მოდის. ექიმებს გამოკითხულთა მხოლოდ - 50% უცხადებს ნდობას. პრეზიდენტს - 41%, პოლიციას კი მხოლოდ 36 % ენდობა. ადგილობრივ ხელისუფლების მიმართ ნდობა - 32%-ს შეადგენს,ამის შემდეგ მოდის პრემიერი, რომელსაც ნდობას გამოკითხულთა 27% უცხადებს, არასამთავრობოებს 25%. სასამართლოს ნდობას 20% -ი უცხადებს, ასევე 20 პროცენტი ენდობა მედიას, სულ ბოლო ადგილზე კი კი-17 %-ით პარლამენტია. გამოკითხულთა შეფასებით სასამართლო, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გაასაჯაროვა. ის საჯარო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობას ეხება.ორგანიზაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 1800 ადამიანი გამოკითხა.