ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობ რეზი ნასიძეს ბრალი ინფექციურ საავადმყოფოში წაუყენეს. ნასიძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.გამოძიების ინფორმაციით, ნასიძემ თბილისში, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ერთ-ერთ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ნასიძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. გუშინ ვიდეოკადრებიც გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორც ურტყამს ხელებს და ფეხებს მწოლიალე ნასიძე ექიმს.