სოფელ ყიზილაჯლოში, "ქართული ოცნების" შტაბის წევრებზე გუშინ მომხდარი თავდასხმის შედეგად 4 დაჭრილიდან ორის მდგომარეობა მძიმეა და ისინი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. მარნეულში მდებარე "ჯეო ჰოსპიტალსში", სადაც დაჭრილები არიან მოთავსებულები, ვერ აკონკრეტებენ, ემუქრება თუ არა აღნიშნული ორი პირის სიცოცხლეს საფრთხე.როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, დანარჩენი ორის მდგომარეობა სტაბილურია და შესაძლოა, მათ საავადმყოფო დღესვე დატოვონ.
იხილეთ: ექიმის კომენტარი ყიზილაჯლოში დაჭრილების მდგომარეობის შესახებ