თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მეორე მოსწავლეც გარდაიცვალა. მე-11 კლასის მოსწავლე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა. დაჭრილ არასრულწლოვანს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა მრავლობითი ჭრილობები, რომელიც მას დანით ჰქონდა მიყენებული, სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.