იოსებიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმი საუბრობს.
იხილეთ:
იოსებიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს - ის საავადმყოფოში გადაიყვანეს