ჩაფიძის კლინიკის პულმონოლოგიური დეპარტამენტის, პროფესორ თამაზ მაღლაკელიძის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა იმის საშუალებას სტაციონარი დატოვოს. როგორც მაღლაკელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ექიმებსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის და შესაბამისად, მისთვის კონკრეტული თარიღი უცნობია თუ როდის დატოვებს კლინიკას დეკანოზი და გადაიყვანენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
იხილეთ: დეკანოზი გიორგი მამალაძე "ავერსის" კლინიდან ისევ ჩაფიძის გულის ცენტრში გადაიყვანეს