საკრებულოს ბრალდებულ მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ექიმებმა კლინიკის დატოვების რეკომენდაცია არ მისცეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნიუ ჰოსპიტალსის" კლინიკურმა დირექტორმა გიორგი კორძახიამ განუცხადა. როგორც კორძახია განმარტავს, ილია ჯიშკარიანი მათ კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.
ექიმის განმარტებით, საკრებულოს დეპუტატს გულის იშემიური დაავადება აქვს. მისივე განმარტებით, კლინიკამ ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ამის ნება თავად პაციენტმა დართო.
საკრებულოს დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო კლინიკაში მსჯელობს. პროკურატურა მისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს, დაზარალებულის ადვოკატი კი პატიმრობას.