პატრიარქის პირადი ექიმი უწმინდესის გარემოცვას მიმართავს, შემსუბუქდეს ილია II-ის დატვირთვა. ცისანა შარტავას ინფორმაციით, კათალიკოსის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა პატრიარქი გერმანელი და ქართველი სპეციალისტების რჩევას ვერ ასრულებს და მძიმე გარემოში ყოფნა უხდება. ექიმის განმარტებით, დატვირთულმა გარემომ და ამ პერიოდში მძიმე მარხვის დაწყებამ შესაძლოა მომავალში ილია მეორეს დისკომფორტი შეუქმნას.