ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირების გამო, იტალიიდან ფრენების შეწყვეტის საჭიროება არ არის. როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი" განაცხადა, თუ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სხვადასხვა წყარო გაჩნდება და ახალი შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, მაშინ შესაძლოა, ქვეყანაში უფრო სერიოზული ღონისძიებები გატარდეს."ამ ეტაპზე იმის საჭიროება ნამდვილად არ არის, რომ პირდაპირი ფრენები აიკრძალოს. მართალია, შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, რასაც ველოდით. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ასევე ექიმები ხშირად ვიმეორებდით, რომ ახალი შემთხვევები გვექნებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი მდგომარეობით, იტალიიდან ფრენების შეწყვეტის საჭიროება ნამდვილად არ არის. თუ ქვეყანაში ინფიცირების სხვადასხვა წყარო გაჩნდება და ახალი შემთხვევების სწრაფი ზრდა იქნება, ამ დროს შეიძლება დადგეს დღის წესრიგში უფრო სერიოზული ღონისძიების გატარება", - განაცხადა გოგინავამ.