ექიმებს შესაძლოა ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ - Palitra News

ექიმებს შესაძლოა ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ

2019-10-29 12:11:34+04:00

ექიმებს შესაძლოა ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ "პალიტრანიუსს" განუცხადა. მისი განმარტებით, არის შემთხვევები, როცა კონკრეტული სპეციალობის ექიმი რამდენიმე ადგილზე მუშაობს, რის გამოც იქმნება არაერთი პრობლემა, მათ შორის გადაუდებელი შემთხვევების დროს საავადმყოფოში ექიმის დროულად მისვლის.

თამარ გაბუნიამ აქვე ისიც დასძინა, რომ შეიძლება ექიმს ორ კლინიკაში მუშაობის უფლება მიეცეს, მაგრამ "არა სამში, ოთხში, ხუთსა და ექვსში".