ექიმებისთვის ლიცენზიის შეჩერების 67 ფაქტი - 2017 წელს სერტიფიკატის მოქმედების სხვადასხვა ვადით შეჩერება, ძირითადად დედათა და ბავშვთა მომსახურების სფეროში, ქირურგიული და დიაგნოსტიკური მიმართულებით არსებულ პრობლემებს უკავშირდებოდა. აღნიშნულ საკითხზე სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს. ხათუნა ზალდასტანიშვილი, განმარტებით, კონფიდენციალურიბის დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, კონკრეტულ ფაქტებზე საუბარი შეუძლებელია. მისივე განცხადებით, ზოგიერთ შემთხვევაში იყო პროფესიული პასუხისმგებლობის, წერილობითი გაფრთხილებისა თუ სხვადასხვა ვადით ლიცენზიის შეჩერება.