11:35
23 ოქტომბერი, 2018, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ექიმების შეცდომის შესახებ მედიით გაშუქება შესაძლოა, აიკრძალოს
16-05-2018

პარლამენში წარდგენილია საქართველოს კლინიკების ასოციაციის საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმადაც "საექიმო საქმიანობის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება. კერძოდ, პროექტის თანახმად, სამედიცინო საქმიანობის დროს, ექიმის მიერ დაშვებული გადაცდომის, შეცდომის ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მასმედიის საშუალებით ღიად საუბარი შესაძლოა, დაუშვებელი გახდეს.

გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, დაუშვებელი იქნება,  სამედიცინო საქმიანობის დროს პაციენტის ან მისი  წარმომადგენლის მხრიდან, ექიმისა თუ სამედიცინო პერსონალისთვის ხელის შეშლა, სამედიცინო დაწესებულებაში პირის ან პირთა ჯგუფის მიერ ძალით შეჭრა, სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე პაციენტის, მისი ახლობლების ან სხვა პირთა ჯგუფის მიერ პროტესტის გამოხატვა.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა.

AutoPlay
საქართველოში უცხოელებმა საბანკო ბარათებით 1,608 მლრდ ლარი დახარჯეს
გამოქვეყნდა 3 წუთის წინ
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობამ იანვარ-აგვისტოში 25,5 მლნ ტონა შეადგინა
გამოქვეყნდა 27 წუთის წინ
საწვავის ხარისხის კონტროლის მიზნით, ბენზინგასამართი სადგურები შემოწმდება
გამოქვეყნდა 23 საათის წინ
ავტომობილებს, რომლებზეც ტექდათვალიერების ყალბი დოკუმენტები გაიცა, შემოწმების გავლა თავიდან მოუწევთ
22-10-2018
რამდენი თეთრიდან შეიძლება დაიწყოს პარკირების საათობრივი საფასური?
22-10-2018
ტენდერებში ქართული კომპანიებისთვის შეღავათების დაწესების საკითხი ამ ეტაპზე აღარ განიხილება
22-10-2018
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები