"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის გიორგი ნიკოლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, სტაბილურია.
როგორც ალადაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან ბესელია აცხადებს გიორგი ნიკოლიშვილს თავის ტვინის შერყევა აღენიშნება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ამ დრომდე ნიუ ჰოსპიტალშ რჩება პალიტრანიუსის ოპერატორი რომა ტარუღიშვილიც.
ცნობისთვის, 5 ივლისს, პალიტრამედია ჰოლდინგის თანამშრომლებს რამდენიმე პირი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.