06:33
27 ივნისი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ექიმების რეკომენდაცია მოსახლეობას - უნდა გავიკეთოთ გეგმური აცრა, პანიკას ეს ნამდვილად სჯობს
11-01-2019

ექიმები მოსახლეობას გრიპის ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევენ.  გრიპი მაშინ არ უნდა გაგვახსენდეს, როცა სიმპტომები გვეწყება - ამბობენ მედისოები და ვირუსისგან თავდაცვის აუცილებენ პირობად გეგმიურ აცრებს ასახელებენ.  მათივე თქმით, მოსახლეობამ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და არ დაელოდოს ვიდრე ავადმყოფს ტემპერატურა 40 გრადუსზე აუწევს და სასწრაფოს გამოძახება დასჭირდება. პედიატრების პროგნოზით,  შესაძლოა, სწავლის დაწყების შემდეგ საავადმყოფოებში მომართვიანობამ მოიმატოს, თუმცა ისინი  იმ პიკურ მაჩვენებელს მაინც არ ელიან, რაც მანამდე იყო. მათივე  თქმით, ბოლო პერიოდში მიმართვიანობა შემცირებულია, რაც სავარაუდოდ, სასწავლო პროცესის გადადებამ გამოიწვია. იგივეს ამბობს მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორიც. დავით ლოლაძის განცხადებით, კლინიკაში რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობის მაჩვენებელი შემცირებულია და ამ დრომდე H1N1-ის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.  ამ დროისთვის, მცხეთის კლინიკაში მწვავე რესპირატორული დაავადებების გამო მკურნალობას 25 პაციენტი გადის.

AutoPlay
აქციის ორგანიზატორები 27 ივნისს 21:00 საათზე, ივანიშვილის სახლთან მსვლელობას გეგმავენ
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
აქციის მონაწილეებმა თვალები წითელი თვალებით აიხვიეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
აქციის მონაწილეების განცხადებით, 20-21 ივნისს დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ხელისუფლებას ხალხის თვალში ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული - გია ხუხაშვილი
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის - ნინო ლომჯარია
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
აქციის ორგანიზატორის განცხადებით, 29 ივნისს თავისუფლების მარში იგეგმება
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები