დიდუბის რაიონში, ხოშარაულის ქუჩაზე გუშინ დაჭრილი 43 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.როგორც პალიტრანიუსს ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან აცნობეს, პაციენტი უკვე პალატაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმების განცხადებით, იგი ბინაზე უახლოეს დღეებში გაეწერება.43 წლის ქალი ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ ზურგის არეში მიყენებული ჭრილობით შეიყვანეს. პაციენტს საოპერაციო ბლოკში ჭრილობა დაუმუშავდა და პოსტოპერაციულ განყოფილებაში მოათავსეს.