ექიმების ინფორმაციით, დიღომში, გადასასვლელ ხიდზე დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - Palitra News

ექიმების ინფორმაციით, დიღომში, გადასასვლელ ხიდზე დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

2019-12-10 10:56:12+04:00

დიღომში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან დაჭრილი 28 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც "პალიტრანიუსს" ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს.

"გუშინ შემოიყვანეს, ოპერაცია ჩაუტარდა, შემდეგ გადაყვანილი იქნა პოსტოპერაციულ განყოფილებაში. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნეს კლინიკაში.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქალი ქუშინ მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე გადასასვლელზე უცნობმა მამაკაცმა ყელის არეში დაჭრა.