ხილის წვენი წლამდე ასაკის პატარებისთვის სასარგებლო არ არის. უფრო მეტიც, ამის გამო ბავშვმა შეიძლება წონაში ზედმეტად მოიმატოს. მკვლევარების აზრით, ხილის წვენი ძალიან ბევრ შაქარსა და კალორიას შეიცავს. წლის შემდეგაც მისი რაოდენობა ბავშვის რაციონში უნდა შეიზღუდოს და 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებს 120 გრამზე მეტი არ უნდა მისცეთ. 4-დან 6 წლმდე ასაკში შეიძლება დღეში 180 გრამამდე წვენის მიცემა, ხოლო 7-დან 18 წლამდე დღეში 1 ჩაის ჭიქა.წვენი არა მარტო სხეულისთვის, კბილებისთვისაცაა საშიში. კბილებზე წვენის ნახშირწყლების რეგულარული ზემოქმედების შედეგად, ბავშვებში შეიძლება კარიესი განვითარდეს. პატარებს ნუ მისცემთ წვენს ძილის წინ. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ არაპასტერიზებული წვენები ყველა ასაკის ბავშვებისთვის სახიფათოა. გარდა ამისა, წვენი დიარეისა და გაუწყლოების მკურნალობისთვის არაეფექტურია.