12:15
18 ივლისი, 2018, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
ექიმები ფრენისას ძილს არ გვირჩევენ - იცოდეთ, რატომ უნდა იყოთ თვითმფრინავის აფრენისა და დაფრენის დროს განსაკუთრებით ფხიზლად?
06-10-2017

თუ ადამიანი თვითმფრინავში ძილს არჩევს, ის ყურის დაზიანების რისკის ქვეშაა. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევის თანახმად, ამ მხრივ, განსაკუთრებით საშიშია თვითმფრინავის მიერ სიმაღლის აღებისა და დაშვების მომენტები.

ჩვეულებრივ, ადამიანები, დაფის აპკის გარეთა და შიგნითა მხარის წნევის სხვაობის გამო, ყურებში საცობებს იკეთებენ. ამ მდგომარეობას შეიძლება გავუმკლავდეთ დამთქნარებით ან ნერწყვის გადაყლაპვით. არსებული უსიამოვნო შეგრძნებების შესამცირებლად ზოგიერთი ავიაკომპანია მგზავრებს, თვითმფრინავის აფრენისა და დაჯდომისას, სპეციალურად ურიგებს საწუწნ კანფეტებს. ღეჭვის ან კანფეტის წუწვნისას იხსნება ევსტაქის მილი, რითაც შუა ყური უკავშირდება ცხვირსა და ხახას.

ძილის დროს ადამიანს არ შეუძლია ამ ხერხით წნევის გათანაბრება, რაც ზრდის ყურის ბაროტრავმის რისკს მილის ბლოკირების გამო. ხანგრძლივი ბლოკადა კი ზრდის ინფექციის განვითარების, ყურში სითხის წარმოქმნისა და სმენის სიმახვილის დაქვეითების ალბათობას. ექიმები გვირჩევენ, რომ ადამიანი ფხიზლად იყოს თვითმფრინავის აფრენისა და დაფრენის მომენტი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები