ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კატეგორიულად უარყოფს ექიმების მიერ, კორონავირუსის გამო, საზღვარზე მუშაობაზე უარის თქმის ფაქტს. მინისტრის თქმით ექიმებს დადებული აქვთ ჰიპოკრატეს ფიცი და ყოველთვის საკუთარი რისკის ფასად ახორციელებენ სამედიცინო საქმიანობას. ეკატერინე ტიკარაძის თქმით როდესაც დაფიქსირდება რისკის მქონე პაციენტები, შემოწმება განხორციელდება ექიმების მხრიდან სრული აღჭურვილობით. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა.