ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს, რათა „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დაკავებული ექიმის, ვახტანგ ყიფიანის საკითხზე ჭეშმარიტება დადგინდეს.როგორც მინისტრმა სხვადასხვა დაწესებულების ექიმებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, კონკრეტულად ექიმი ვახტანგ ყიფიანის დაკავება და ეს შემთხვევა საკმაოდ კომპლექსური საკითხია. მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოების მხრიდან უნდა დასრულდეს საუბარი იმაზე, რომ სამინისტრო და ექიმები წარმოადგენენ ორ სხვადასხვა მხარეს, რადგან სამინიტრო და ექიმები ერთი განუყოფელი ნაწილია.მინისტრის თქმით, ის ვერ ისაუბრებს, იყო თუ არა ექიმი დამნაშავე, რადგან ეს გამოძიების კომპეტენციაა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო საკითხში აქტიურად არის ჩართული. მინისტრმა უარყო ინფორმაცია, თითქოს პაციენტის მიმართვის მიუხედავად, მან დრო ვერ გამონახა.