საქართველო ვაქცინების შემდეგ პარტიას მაისიდან მიიღებს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში ჯერ „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზა შემოვა, შემდეგ არის „ფაიზერის“ მოლოდინი. ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს „მოდერნასთანაც“, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი ვარაუდობს, რომ „სინოფარმთან“ დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულება ვაქცინის მიერ აკრედიტაციის მიღების შემდეგ შეიცვლება.ცნობისთვის, ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი შეიქმნა.
წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, ცნობილი იყოს ინფორმაცია COVID-19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. რეგისტრაციის დროს, მოქალაქეებს ეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობის მიღება 18 წელზე უფროს მოსახლეობას შეუძლია.