ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, პანდემიასთან დაკავშირებული წესების დაცვა პანდემიის გავრცელების პიკსაც განსაზღვრავს. ამიტომ ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან ყველა ის წესი, რომელიც მოწოდებულია ეპიდომიოლოგების მხრიდან, რაც გულისხმობს პირბადეეების ინტენსიურ გამიყენებას, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, საკმარის ჰიგიენასა და სოციალური დისტანცირებას. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია არა საწოლფონდი და სასუნქთი აპარატები, არამედ, საექიმო რესურსი, რომელიც ამოწურვადია.