ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მობილიზებულია 3 500 საწოლი და საჭიროების შემთხვევაში 2 ათასამდე კიდევ დაემატება - Palitra News

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მობილიზებულია 3 500 საწოლი და საჭიროების შემთხვევაში 2 ათასამდე კიდევ დაემატება

2020-10-14 12:01:37+04:00

კორონავირუსის მართვაში ჩართულ კლინიკებში, ამ ეტაპზე, მობილიზებულია 3 500 საწოლი და საჭიროების შემთხვევაში 2 ათასამდე დამატება იგეგმება. როგორც საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგის ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, დღეისთვის, კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 2 200-მდე პაციენტია განთავსებული. მისივე თქმით, წარმატებულად ფუნქციონირებს ოჯახის ექიმების კონსულტაციები და კოვიდსასტუმროები.

როგორც ირკვევა, აქტიური პაციენტების უმეტესი ნაწილი მკურნალობს კოვიდსასტუმროსა და ბინაზე.