თბილისში არსებულ ეპიდვითარებაზე დაკვირვება მიმდინარეობს, რათა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დედაქალაქში პირბადეების გამოყენების მიმართულებით ღონისძიებები გამკაცრდება.
როგორც მინისტრმა მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ტრანსპორტის შეზღუდვაზე საუბარი მიმდინარეობს, თუმცა ეს პრობლემის მოგვარების პირველ გადაწყვეტას არ წარმოადგენს. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის თბილისში დამატებითი შეზღუდვების დაწესების კონკრეტული საფუძველი არაა.