ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ყოველი 100 ინფიცირებული ერთ გარდაცვლილს უდრის. როგორც ტიკარაძე განმარტავს, მნიშვნელოვანია შემცირდეს ინფექციის გავრცელება, რათა მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა შეძლონ.
ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ დღევანდელი მაჩვენებლებით მაისის მეორე ნახევარში პიკური მაჩვენებელია მოსალოდნელი. მისივე თქმით, თუ სახელმწიფო და საზოგადოება ერთიანად იმოქმედებს იმისთვის, რომ მოხდეს ვირუსის შეკავება, "ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ არ მივიღოთ პიკური მაჩვენებელი".
ჯანდაცვის მინისტრმა საწოლფონდზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ჰოსპიტალურ სექტორში 6000 საწოლია მობილიზებული და საჭიროების შემთხვევაში საწოლფონდის რაოდენობა გაიზრდება.