ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სახალხო დამცველი ვალდებულია ნინოწმინდის პანსიონში შევიდეს. მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის თანამშრომლობს სახალხო დამცველთან. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სოციალური მუშაკები შეუფერხებლად მუშაობენ.
ამ ეტაპისთვის ბავშვების საუკეთესო ინტერესები დაცულია. ტიკარაძე დარწმუნებულია, რომ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან და ახალ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობა ძალიან პროდუქტიული იქნება.